საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
იოსებ გოგაშვილის დაკავების შემდეგ მისი შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს ხშირად ავრცელებს. ამჯერად, მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ახლა მისი დახმარება ძალიან სჭირდება.
„მა, ბევრჯერ მიფიქრია როგორ გადამეხადა მადლობა შენთვის იმ ყველაფრისთვის, რაც შენ ჩემთვის გაგიკეთებია.
ყოველთვის მინდოდა, მეც გამეკეთებინა შენთვის რაიმე განსაკუთრებული. შენი დამსახურებით, მიყვარს სიმართლე და ყოველთვის ვიცავდი მას, ვისაც ეს სჭირდებოდა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველაზე მეტად შენ დაგჭირდებოდა ჩემი დახმარება, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და იცოდე, ბრძოლას მანამდე არ შევწყვეტ, სანამ შენ ისევ ჩვენთან არ იქნები! “, - წერს ნინი გოგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას იძულებით მოიტაცეს - რას წერს სამირა ბაირამოვა
🎥 „სექსისთვის მყავს პარტნიორი, მაგრამ მე სერიოზული ურთიერთობები მჭირდება” - გიორგი ნაზღაიძე