Digest Logo

„ისრაელში, გვირაბში უნდა ვყოფილიყავით და აქ, ქალაქს მაინც ვათვალიერებთ, ვჭამთ და საუკეთესო სასტუმროში ვართ“ - ირაკლია ლომაია ეგვიპტეში ჩარჩა, რას წერს მსახიობი

1772463497
ირაკლი ლომაია

აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმით ირანზე და დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო, მსახიობი ირაკლი ლომაია ამ დრომდე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. იგი ომის დაწყების მომენტში ისრაელში იმყოფებოდა, ამჟამად კი ეგვიპტეში, დედასთან ერთად არის, სადაც ტაქსით ჩავიდა. 

„რას წახვედი ისრაელიდანო, აქ ყოფილიყავიო? ისრაელში ჩარჩენა რით ჯობდა, ნეტავ?

რავა, გაიხსნა ფრენები?

და კიდევ, შეიძლება არ გაიხსნას კვირები.

ეგვიპტეში აქ ქალაქს მაინც ვათვალიერებთ, ვჭამთ და ვსვამთ, საუკეთესო სასტუმროში ვართ და ვერთობით; აქლემებზე ვჯდები და რესტორნებში ვზივართ და ვცეკვავთ.

იქ, ისრაელში, გვირაბში უნდა ვმჯდარიყავით. არ არის განსხვავება ამაში?

ან რომ გაიძახით „წამოდითო“, უკაცრავად, პირით კითხულობთ???

ა, ბატონო, მოვდიოდით დღეს, და გაუქმდა ჩვენი ბილეთები; ამ დრომდე მერამდენე ტურ – ოპერატორს ველაპარაკები, და ბილეთები წამის მეასედში იყიდება – ვერ ვასწრებთ ყიდვას, თან ფასებია ისეთი მაღალი, რომ სამჯერ მაყიდინებს ამერიკის ბილეთებს.

„წამოდი-წამოდიო“, რომ გაიძახით კომენტარებში, ველოდები ჩემს რეის; ფეხით ხომ არ წამოვალ, არა?

მოკლედ, აი ეს მგოსანი ხალხი საიდან შეიკრიბეთ ჩემთან: ჯერ, სანამ რამეს დაწერთ – დაწერილიდან გააანალიზეთ შინაარსი, რას ვწერ, და მერე წერეთ, ვახ ჩემი!“,- წერს ირაკლი ლომაია.