იტალიის საკალათბურთო ლიგამ (LegaBasket) თორნიკე შენგელია ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
სპეციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორგანიზატორებისგან თავისი ჯილდო მიიღო. სიმბოლურ გუნდში, თორნიკესთან ერთად, „ვირტუს ბოლონიაში“ მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელიც მოხვდა.
თორნიკე შენგელია იტალიური გუნდის რიგებში 2022 წლიდან ირიცხება.
„გუშინ, LegaBasket-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სადაც, შეაჯამეს 2023-2024 წლის საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელები, ჩვენი კაპიტანი საუკეთესო 4 ნომრად (power forward) დაასახელეს და ის განვლილი წლის Dream Team-ში შეიყვანეს!
აქვე მოგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიას“ დღეს და ხვალ აქვთ სუპერ თასის თამაშები, მისი მოგების შემთხვევაში „ვირტუსი“ უკვე ზედიზედ მესამედ გახდება ამ თასის მფლობელი.
წარმატებები თოკოს და ვირტუს!“, - წერს თორნიკე შენგელია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს
⭕ „დღეს დაიბადა ის, ვისაც იესოს შემდეგ ყველაზე ხშირად ვახსენებთ ხოლმე“ - გია მურღულია