
ქუთაისი ახალგაზრდა ექიმს მონიკა დანელიას ემშვიდობება. ის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთ რეგიონალური ცენტრის ნევროლოგიის სამსახურის უმცროსი ექიმი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მონიკა დანელია მოულოდნელად გარდაიცვალა. ის სახლში მეუღლემ იპოვა.
როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა ექიმს რამდენიმე თვის წინ მამა გარდაეცვალა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ექიმის გარდაცვალების ორი მიზეზი, თრომბი და გულის შეტევა. თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია რა გახდა მონიკა დანელიას გარდაცვალების მიზეზი.
გარდაცვლილს მეუღლე ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა, მაგრამ ის აქ არის. თანახმა ვარ ვიცხოვრო და ვიბრძოლო ამ ჯოჯოხეთში, შენს გამო, ჩვენი პატარების გამო, უზომო სიყვარული გაგაჩნდა ჩემდამი და ჩვენი შვილების მიმართ.
არასოდეს მომასვენებს კითხვა როგორ შეძელი და მიგვატოვე… იცი 4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს - დედა სად არის? მიყვარხარ სამუდამოდ.
არასოდეს ვეცდები ვინმემ შენი თავი შემიცვალოს“, - წერს ვახო კუპრაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქუჩაში არ შემხვდეო, დამემუქრა...“ - რას ჰყვება გიორგი თორაძე
უკრაინაში დაღუპულ ზაქარია შუბითიძეს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ