ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბერ გაბრიელსა და შენდობის კვირაზე წერს:
„იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია. იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო“.
„ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიმართლე და სიკეთე უყვარს, იმას ღმერთი უყვარს და ღმერთიც ვით საკუთარ შვილს ისე შეიყვარებს მას. ჩვენ, უძლურებს და სუსტებს უფალი ნაკლებად მოგვკითხავს, ძლიერებს კი მეტად”.
25 წელი სასაფლაოზე, 15 წელი მათხოვრობაში. კოლოსალურად დიდი რიცხვებია. წლიდან წლამდე, როცა ადამიანი სწორი ცხოვრების რიტმში დგები, მთლიან ორგანიზმს ედება უკვე სულიერად მაღალი ვიბრაციები. დროც კი ხელთ უჭირავს ადამიანს და გარემოც.
ასეთი იყო ბერი გაბრიელი. საქართველოს და ადამიანების დიდი გულშემატკივარი.
ამბობდა ბოლო ჟამს ადამიანებს დაავიწყდებათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. იქნებიან განდგომილნი და რაც მთავარია, არასწორი სულიერი ცოდნების გამავრცელებელნი. დღეს ეს სახეზეა.
იქნებოდა ხანგრძლივი ომები და ამ ომებში წმინდა ენუქისა და წმინდა ელიას ბრძოლას თვით ანტიქრისტესთან ხალხი პირდაპირ იხილავდა. რამდენი რამ მოხდა, რამდენი რამ გზაშია და ხალხს როგორ ღრმად სძინავს.
მე პირადად განმკურნა მან და მისი ძალით დავინახე და გავაცნობიერე ყველა ის მოვლენა, რაც უნდა ყოფილიყო და კიდევ იქნება. ეს მოხდა 2019 წლის თებერვალს, ფაქტობრივად, მსოფლიოს ჭკუიდან შეშლამდე 1 წლით ადრე.
მისი წმინდა ნაწილების ამოყვანის დღეა. ყველას შემწეობას და ბევრ სიკეთეს გისურვებთ!
დღეს, პარალელურად, შენდობის კვირაა. ღმერთმა გვაპატიოს ჩვენი ცოდვები და ღმერთმა ინებოს, რომ შევძლოთ ვაპატიოთ ერთმანეთს ჩადენილი დანაშაული. თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ, ნებით თუ უნებურად, ასევე მე - მაპატიეთ.
მშვიდობიანი კვირა დღე მეგობრებო!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მამლის წელს დაბადებულებს!...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი