Digest Logo

იცოდით, რომ ცოლის ენერგიას ქმრის შემოსავლის გაზრდა შეუძლია? - რას ამბობს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

1787840887
სიყვარულის ენა

მიზნობრივი ინვესტიცია საკუთარ თავში = ოჯახის ფინანსური ზრდა.

თქვენი სიყვარული და ზრუნვა მამაკაცს ძალიან სჭირდება და მასზე ეს აისახება მნიშვნელოვნად როგორც პროდუქტიულიბაზე, ისე თვითშეფასებაზე. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მოტივაცია სიყვარულის გაზიარებით. 

ქალი ოჯახის ენერგიის წყაროა - ის ავსებს და მუხტავს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებით და წარმატებით. მაგრამ იმისთვის, რომ ენერგიის გაცემა შეძლოს, თავადაც სჭირდება „საწვავი“: საჩუქრები, თავის მოვლა, შოპინგი, გემრიელი საჭმელი და ჯანსაღი ურთიერთობა, ინტელექტუალური განვითარება, მუშაობა საკუთარ თავზე.

ცოლი ოჯახის ენერგეტიკული გულია. თუ მას არ ანებივრებ, ის იცლება დაცლილი ქალი კი ქმარს წარმატებას ვერ მოუტანს.

თუ გსურთ, რომ თქვენი ქმარი წარმატებული იხილოთ, თუ გსურთ იცხოვროთ უხვად, მაშინ მუდმივად უნდა ასწიოთ ფინანსური ველის (ჭერის) დონე.

რას ნიშნავს ეს?

თითოეულ ადამიანს აქვს შემოსავლის გამოუცხადებელი დონე, რომელზე მაღლაც ნახტომს ვერ აკეთებს (რომელიც ჩამოყალიბებულია მშობლების პროგრამებისგან, საგვარეულო მეხსიერებისგან, წარსული უარყოფითი გამოცდილებისგან, შეზღუდული რწმენებისგან, იმ ავი რეალობისგან, სადაც მიგვაჩნია, რომ კარგი ცხოვრების ღირსნი არ ვართ...).

თვიდან თვემდე ჩვენ ვიღებთ ერთსა და იმავე თანხას, მაშინაც კი, თუ უფრო ინტენსიურად ვიწყებთ მუშაობას ჩნდება მოულოდნელი ხარჯები, ამგვარად, ჩვენი შემოსავალი ყოველთვის შეზღუდულია ფინანსური ჭერით.

იმისათვის, რომ გასცდეთ თქვენი შინაგანი პროგრამების და რწმენების ჩარჩოებს, საჭიროა იმუშაოთ მდგომარეობასთან.

განავითარეთ საკუთარ თავში ახალი თვისება „მე ღირსი ვარ ყველაზე ფუფუნებით სავსე, ლამაზი, უხვი ცხოვრების! მე ღირსი ვარ ვიყო ლამაზი, ელეგანტური სუპერ-ქალი! მე ღირსი ვარ ვიყო დიდებული კაცის ცოლი!...“.

მოიფიქრეთ ნებისმიერი თქვენი ახალი, პოზიტიური რწმენა-წარმოდგენები.

ჩაწერეთ ისინი და რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ ხმამაღლა სარკის წინ, ასევე გონებაში, როგორც მანტრა.

თანდათანობით ქვეცნობიერი პროგრამები დაიწყებს ცვლილებას. დაიწყება შინაგანი მდგომარეობის შეცვლაც. შემდეგ შეცვალეთ ეს რწმენები აწმყო დროში გადაფორმულირებით: „მე ვარ წარმატებული, ფუფუნებით სავსე, მდიდარი კაცის, მდიდარი ცოლი !“.

ნებისმიერი როლიდან შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი პარტნიორის ფინანსურ ნაკადზე, თუმცა დაშორების შემთხვევაში ამ ენერგიის დეფიციტი მნიშვნელოვნად ეტყობა შემდეგ მამაკაცის რესურსებს, ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ ზეგ არ შორდებით, ნუ იმოქმედებთ შინაგანი მდგომარეობიდან მის რესურსულობაზე, არ ღირს.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ხდება მაშინ, როცა მშობელი ზრდასრულ შვილს ისევ ბავშვივით ექცევა

საზღვრისპირა (მოსაზღვრე) პიროვნების აშლილობა: ქარიზმა, ვნება და შინაგანი შტორმი, რომლის უკანაც მენტალური პრობლემა იმალება

⭕„თქვენი ქარიზმა გარშემომყოფებს მაგნიტივით მიიზიდავს“ - 27 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი