Digest Logo

„იყეფეთ! მე ათასობით ადამიანი მომეხმარა პრობლემის მოგვარებაში“ - ვის მიმართავს დომენიკ მანგო

1658990799
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო ამბობს, რომ მას გაჭირვების გამო დასცინიან და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ყველა ის ადამიანი, რომლებიც დღეს დამცინით გაჭირვების გამო, ხართ სულმდაბალი მკვდრები. ნელ-ნელა დალაგდა ჩემი პრობლემები, საბედნიეროდ ზურგი გაგიმაგრათ კარგმა ადამიანებმა და სიკეთით გადაფარა თქვენი საზიზღრობები, მათ გამოხატეს ძალიან დიდი თანადგომა და გულთან მიიტანეს ჩემი ამბავი.

ამან კიდევ უფრო გამაძლიერა და მოტივირებული გამხადა ჩემი საქმეების კეთებაში. იყეფეთ! მე ათასობით ადამიანმა მომეხმარა პრობლემის მოგვარებაში, თქვენ კი ყოველთვის ეგეთ ზურგშექცეული მყეფარე სულმდაბლებად დარჩებით.

ჩემებო!!! დღეს ვინც გვერდზე მიდგახართ, გპირდებით, რომ ასჯერ დიდი სიხარულით მოგიბრუნებთ უკან ამ თანადგომას. არ გავჩერდები და ამ მადლს უამრავ ადამიანს გადავცემ. მიყვარხართ“, - წერს დომენიკ მანგო.

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ასე იგეგმებოდა“ - რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?

🔵„იმედია, ხვდება ის ფოტოგრაფი, სულ რომ არ ყოფილა ქორწილში, არავინ არსად სამუშაოდ არ დაუძახებს?“- ლაშა ბასლანძე

🔵„უმშვენიერესი წყვილი ხართ, მალე თქვენთვისაც მოგველოცოს“ - როგორ გამოიყურებოდნენ ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი ირაკლი მაქაცარიას ქორწილში