Digest Logo

„იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი...“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს!

1782463859
ამინდი ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.

ამჯერად იგი საქართველოში 27-28 ივნისს წვიმას და ელჭექს ვარაუდობს. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი:

„27-28 ივნისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.

დასავლეთ საქართველოში ადგილობრივად ძლიერი ნალექია ნავარაუდევი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია.

უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი, მათ შორის მდინარეებზე წყლის დონის მატების, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობა.

გაითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე და თვალყური ადევნეთ პროგნოზის ოფიციალურ წყაროებს“, - წერს კობა ფარტენაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ შეგეშინდებათ ფულის დახარჯვა სიამოვნებაზე, განვითარებაზე...“ - თაკო მელიქიშვილი 26 ივნისის ენერგიებზე

🎥 „ტრანსფორმაციის, ფინანსების და ღრმა ფსიქოლოგიური ცვლილებების პერიოდი“ - რას მოიტანს იუპიტერის ლომში გადასვლა

დიდი აღიარება: ნინი შერმადინი Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდა!