Digest Logo

🎥 „ტრანსფორმაციის, ფინანსების და ღრმა ფსიქოლოგიური ცვლილებების პერიოდი“ - რას მოიტანს იუპიტერის ლომში გადასვლა

1782461309
ანა ჯალაღონია

იუპიტერი ლომში გადადის, ეს ყოველ თორმეტ წელიწადში ერთხელ ხდება და იწყებს 12-წლიან ციკლს.

იუპიტერი ლომში 1 წელი დარჩება. ეს არის გაფართოების, იღბლის, შესაძლებლობების, სიუხვის, ცოდნისა და განვითარების პლანეტა, ხოლო ლომი არის თვითგამოხატვის, შემოქმედების, სიყვარულის, ლიდერობის, ღირსების ნიშანი.

ამ ტრანზიტის მთავარი გზავნილი იქნება „გამოაჩინე საკუთარი შესაძლებლობები, არ შეგეშინდეს საკუთარი სიდიადის“. ეს პერიოდი ბევრ ადამიანს უბიძგებს თამამად გამოხატოს საკუთარი ნიჭი, დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების და გამოვიდეს იმ ჩრდილიდან, რომელიც მანამდე იყო მის ცხოვრებაში.

გაძლიერდება ლიდერული თვისებები, შემოქმედებითი უნარები, სიყვარულისა და რომანტიკის, შვილებთან დაკავშირებული თემები, მეტი პოპულარობა, საზოგადოებრივი აღიარება იქნება თვალშისაცემი. 

მნიშვნელოვანია, არ გადავიდეთ ლომის ჩრდილოვან მხარეში, როგორიცაა გადაჭარბება, სიამაყე, ეგოცენტრულობა და საკუთარი თავის გაფეტიშება. 

თუ იმოქმედებთ აუცილებლად მიიღებთ იმას, რაც გსურთ. გული გაუხსენით სიყვარულს. არ ღირს მოლოდინი. 

რაც შეეხება ამ ტრანზიტის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე გავლენას: 

ვერძი - გაძლიერდება სიყვარული, შემოქმედებითი თემები, შვილებთან დაკავშირებული საკითხები, თვითგამოხატვის თემები. კარგი დროა საკუთარი ნიჭის წარსადგენად და პირადი ცხოვრების გასააქტიურებლად. 

კურო - ფოკუსი იქნება ოჯახზე და საცხოვრებელ ადგილზე, შესაძლოა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემები. ვიღაც იყიდის და გაყიდის სახლს. 

ტყუპები - გაფართოება, სწავლა, მოლაპარაკებები. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, კურსების და სოციალური კავშირების გასაძლიერებლად. 

კირჩხიბი - ფინანსური შესაძლებლობების ზრდის პერიოდია. ყურადღება მიაქციეთ ფასეულობებს და ნიჭს. 

ლომი - განსაკუთრებული პერიოდი იწყება, პიროვნული ზრდა, ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ქალწული - შინაგანი განკურნების, სულიერი ზრდის პერიოდია, დასრულდება ძველი ციკლები და დაიწყება ახალი, შინაგანი ტრანსფორმაცია.

სასწორი - მეგობრების, ჯგუფების, კოლექტიური პროექტებისა და სამომავლო გეგმების სფეროს გააქტიურება. ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, ვინც დიდ როლს ითამაშებენ.

მორიელი - იქნება კარიერული წინსვლისა და საზოგადოებრივი აღიარების დრო. გაიზრდება პასუხისმგებლობა და წარმატების შესაძლებლობები. 

მშვილდოსანი - გაიხსნება ახალი ჰორიზონტები, მოგზაურობა, განათლება, საერთაშორისო კავშირები. 

თხის რქა - ტრანსფორმაციის, ფინანსების, ინვესტიციების და ღრმა ფსიქოლოგიური ცვლილებების პერიოდი. შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერის მიღება. 

მერწყული - ურთიერთობების პერიოდია, როგორც პირადი, ისე სოციალურ დონეზე. შესაძლოა გამოჩნდნენ მნიშვნელოვანი ადამიანები. 

თევზები - ყურადღება მიექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს, ყოველდღიურ რეჟიმს. კარგი დროა ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და ახალი პროფესიული შესაძლებლობების გამოსაყენებლად. 

 

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

დიდი აღიარება: ნინი შერმადინი Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდა!

🎥 „საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის... მოემზადეთ, თქვენი დროა“ - ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„თუ ხარ ქალი, რომელსაც გულწრფელად უყვარს, მაგრამ ადვილად ტკენენ, წაიკითხე ეს...“ - ფსიქოლოგის მიმართვა