სუპერ სიახლე მუსიკალურ სამყაროში! მომღერალი და Art Hub Production-ის დამფუძნებელი ნინი შერმადინი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის, Crescendo Competitions-ის გუნდს შეუერთდა და ოფიციალურად დაიკავა საქართველოს ეროვნული დირექტორის პოზიცია!
„კრესჩენდო“ 2007 წლიდან ეხმარება 3-დან 24 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, აიხდინონ ოცნება და საკუთარი ნიჭი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში წარმოაჩინონ.
„დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური და საამაყო დღეა… დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო, ჩვენი კულტურა და ნიჭიერი თაობა ამ მასშტაბურ პლატფორმაზე.
ეს არ არის მხოლოდ პირადი წარმატება — ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მსოფლიოს ქართველი ბავშვების ნიჭი და შრომა.
დროა ამერიკამ და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა საოცარი და გამორჩეული ბავშვები ჰყავს ქართველ ერს!“, - ამბობს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი soul mate-ის დაბადების დღეა...“ - დათო ხუჯაძე 51 წლის გახდა