მწერალი და სამხედრო რეპორტიორი ბექა ქურხული, რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი პროგნოზით, თუ რუსეთმა კიევი აიღო, აგრესიის შემდეგი ობიექტი თბილისი იქნება.
„დაიწყო და დაიწყოს მაგის დედაც ვატირე, ახლა შიშის და ცხვირის ჩამოშვების დრო არ არის! ეს მონსტრი – რუსეთის იმპერია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ – „კართაგენი უნდა დაინგრეს“ კარგი იყო არ დაწყებულიყო, მაგრამ რაკი დაიწყო ახლა უკან დახევის დრო აღარ არის, საცა წვრილია, იქ გაწყდეს! ზუსტად ვიცი თუ ღმერთმა არა ქნას ამ მონღოილოიდებმა კიევი აიღეს, უახლოეს დღეებში აქ თბილისში მოგვიწევს სროლა! როგორც ჩემს მშობლიურ ფხოვში ამბობენ: – ღმერთო ჩვენი სიმართლით გაგვიმარჯვე მტერზედ…“, - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ბექა ქურხული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
🔵აშშ-ს საელჩოს გაფრთხილება - ასეთი ტიპის აპლიკანტებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი