ჯემალ ბაღაშვილი იუბილარია – მომღერალი დღეს 83 წლის გახდა.
მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს მუსიკოსი გია ბაღაშვილი და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს მამაჩემი, ჯემალ ბაღაშვილი 83 წლის გახდა! მამა, გილოცავ დაბადების დღეს!
დიდხანს, დიდხანს მყავდე ჯანმრთელად და მხნედ! ბედნიერი ვარ რომ შენი შვილი ვარ! “ – წერს გია ბაღაშვილი.
ჯემალ ბაღაშვილი არის ქართველი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი.
1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება - 1973 წელს. 1968 წლიდან არის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 შეუძლია თუ არა ნაყოფს დედის მუცელში ტირილი? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ