საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მის შესახებ ემოციურ ამბებს იხსენებენ. მათ შორის არის ცნობილი მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელიც პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს.
„20 წლის ვიყავი „ჯეოსტარში“ შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი.
ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, ნახევარფინალი ისე მოვიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი
ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო (სამღერი მქონდა იუდას არია) დამეწყო მაღალი სიცხეებით ანგინა, ფაქტობრივად განწირული ვიყავი რომ პროექტს დავტოვებდი.
თუ ზუსტად მახსოვს, პარასკევს მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა.
გულწრფელად გამიკვირდა და ვერ ვხვდებოდი მე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი. დიდი ხანი რომ არ გამიგრძელდეს სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი და შეხვედრის ბოლოს მეუბნება: „ჯეოსტარს რომ მოიგებ მერე რა უნდა გააკეთოო?“ - დაბნეულმა ვუთხარი, რომ „კარგად მოვიქცევი-თქო“.
მასაც და ყველას საკურთხეველში გაეღიმათ… არასდროს არ მიგრძნია მსგავსი არაფერი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ის გავიგე ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა….. ამის შემდეგ სულ მგონია, რომ დიდი მფარველობა მაქვს …..
ყველაფერს უყურებდა და ყველაფერი იცოდა.
მადლობა ჩემო პატრიარქო“, - წერს ოთო ნემსაძე.
ცნობისთვის, 18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: