Digest Logo

„ჯერ კიდევ ოცნებებს ხატავდა, სწავლობდა სამყაროს სიყვარულით, წავიდა ბავშვი, რომლის ცხოვრება ჯერ არ დაწყებულა“ - სამტრედიაში მცირეწლოვანი გარდაიცვალა

1749631139
გიგი პატარიძე

სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში მეორე კლასელი გიგი პატარაძის გარდაცვალებას იუწყება და  ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს თანაუგრძნობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს ოპერაციის შემდეგ სეფსისი განუვითარდა.

„პატარა გიგი პატარიძე, ბავშვური სითბოთი სავსე, ნათელი და სიცოცხლით სავსე ბიჭუნა, რომელიც ღიმილით ანათებდა ირგვლივ ყველაფერს, ცას შეერწყა...

ასე ადრე? ასე უდროოდ? გიგი - ჯერ მხოლოდ მეორე კლასელი იყო, ის ჯერ კიდევ ოცნებებს ხატავდა ცისფერ ფურცლებზე, ჯერ კიდევ სწავლობდა სამყაროს სიყვარულით და დღეს ამ საოცნებო სამყაროში მისი წილი იმედის ნაპერწკალი ჩაქრა...

გიგი იყო შუქი-ისეთი სუფთა და გულწრფელი, როგორიც მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ იყვნენ და ახლა ეს ანგელოზი ცაში გაფრინდა... ძალიან ადრე... ძალიან მტკივნეულად...

წავიდა ბავშვი, რომლის ცხოვრება ჯერ არ დაწყებულა... წავიდა ღიმილი, რომელიც ჯერ კიდევ უნდა დაგვხვედროდა დერეფნებში.

დღეს ჩვენი სკოლა დუმს... სიჩუმეა კლასში, სადაც გიგი გვეჯდა. გული სავსეა ტკივილით, რომელიც ჩერდება სუნთქვაში, ბავშვობის სიცილში, თეთრ სკამზე დადებულ ჩანთაში, მის მერხში, რომელსაც არასოდეს მიუჯდება...
მთელი სამყაროსოდენა სიცარიელე და ტკივილი დაგვიტოვა.

ვტირით ერთად, ვგლოვობთ ერთად და მთელი გულით ვდგავართ მისი ძვირფასი მშობლების გვერდით.

სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა ვუსამძიმრებთ გიგის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც გაუღიმა ამ ანგელოზმა“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლიკა ქორქია მალე დედა გახდება - იგი პირველ შვილს ელოდება

სანდრო შელიას და ნინა ხუბუტიას შვილი შეეძინათ - ცნობილია რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს

🎥 მერაბ დვალიშვილი საქართველოშია - კადრები აეროპორტიდან