Digest Logo

„ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენას, შემდეგ უკვე ლევანმაც აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება…“ – რას წერენ ცნობილი ბიზნესმენის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

1733206797
 ლევან პირველი

2 დეკემბერს ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მეგობრებმა გაავრცელეს.

„ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი...

უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში...

ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც...

ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი...

იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა...“, - წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან პირველი მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ მისი და, ლიკა პირველი გარდაიცვალა. მან ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც თრომბი განუვითარდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შეიძლება თუ არა ადამიანი დაზიანდეს ჰაერიდან ჩამოვარდნილი ტყვიით და სად მიდის ის ჰაერში სროლის შემდეგ?

⭕ტემპერატურა +17 გრადუსამდე გათბება - ამინდის პროგნოზი

🎥 „ახლა ჩვენ ქვეყანაში ტრანსფორმაციულ რევოლუციური პერიოდია, არ მინდა შეგაშინოთ მაგრამ...“ - მარიამ შუკაკიძის ასტროლოგიური პროგნოზი