Digest Logo

„ჯგიროორდათ… აბა, კახელმა, ხევსურმა და იმერელმა მითხრას რა დავწერე ?! ე, იმიტომაა ენა მეგრული” - დინა მირცხულავა

1650026664
დინა მირცხულავა

საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი დინა მირცხულავა გამოეხმაურა.

„პრეზიდენტის ინიციატივით, შესაძლოა, მეგრული და სვანური სკოლებში შევიდეს არჩევით საგნად.

ერთი ორგან წავიკითხე – ხევსურულიც შევიდესო და კიდომ კახურიცო !

ამათ რა ვუპასუხო აბა ?!

მაგრამ იმათ მინდა ვუპასუხო, ვინც ძრწის, რომ მეგრელები მერე დამოუკიდებლობას მოითხოვენ
დაზღნარდით, ჩვენ ისედაც დამოუკიდებლები ვართ.

კაით, ხოო….ვიხუმრე…..

ისე კი, მართლა მეცინება….რაის დამოუკიდებლობა, ხალხნოო ?!

მორჩა ის „ჟვანია” და “მაკალათია”, დაბერდნენ და შესაძლოა მოკვდნენ კიდეც… ახალ თაობას მოგვისმინეთ, კაცო, რას და როგორ ვფიქრობთ…

ჯგიროორდათ… აბა, კახელმა ხევსურმა და იმერელმა მითხრას რა დავწერე ?!

ე, იმიტომაა ენა მეგრული“, - წერს დინა მირცხულავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵თოშა ქებურიამ თავისი პატარა გოგონა გამოაჩინა - ნახეთ ფოტოები

🔵„უკრაინაში რომ მიდიოდნენ, მათ სჯეროდათ, რომ მიდიოდნენ აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის“ - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დედის პირველი კომენტარი

🔵„ბევრმა მომილოცა... მე მოლოცვას არ ვიღებ, სხვანაირად არ უნდა ყოფილიყო… ასე უნდა მომხდარიყო“ - ნიკო კვარაცხელიას დედა