
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.
მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი.
ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, მაგრამ არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
ჯულიანას დღეს, 22 ივლისს დაბადების დღე აქვს, იუბილე კი ოთოსთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა:
„დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე მშვენიერო“.
„ულამაზესო, ბედნიერი წლები გქონდეს“.
„სულ ასეთი მოღიმარი იყავი“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დედოფალო, იბრწყინე“ - როგორ აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ 30 წლის იუბილე