Digest Logo

კალაძე რომ ახალგაზრდა ყოფილიყო და მესი საქართველოში დაბადებულიყო... - რას ამბობს ქეცბაია?

1605261061
ქეცბაია მესი კალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთენელი, თემურ ქეცბაია, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩს გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, თამაში საქართველოს ნაკრებმა წააგო და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.

ქეცბაიამ გუშინდელ თამაშს „უსახური ფეხბურთი“ უწოდა.

„რაც შეეხება ნაკრებს, არ არსებობს თავის გამართლების მიზეზი, არ არსებობს ჩაკვეტაძის მიზეზი, არ არსებობს კვარაცხელიას მიზეზი, არ არსებობს კალაძე რომ ახალგაზრდა ყოფილიყო და მესი რომ საქართველოში დაბადებულიყო მიზეზი, არ არსებობს მაყურებლის მიზეზი..

ასეთი თამაში უნდა ადგე და უბრალოდ უნდა მოიგო, თუნდაც ლიდერების გარეშე, თუნდაც მაყურებლის გარეშე, რომელიც იცი რომ სახლიდან შენზე ლოცულობს, წუთებს და წამებს ითვლის თამაშამდე და შენ ორ პასს ვერ აკეთებ, კუთხურს ვერ აწვდი და ჯარიმის დროს ცოცხალ კედელს ვერ აცდენ..

მაყურებელი სხვა მუხტს დადებდა, მაგრამ მოთამაშეების პასებს ვერ გამოასწორებდა, ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებდა ასეთი უსახური ფეხბურთელებით...“,- ამბობს ქეცბაია.

⚪ აგრეთვე წაიკითეთ:

ერთი ავტობუსი ხალხი ე.წ. კომენდანტ საათს არღვევს და დააჯარიმეთ - როინიშვილი

ცესკომ გამოაცხადოს ამ თამაშის შედეგი - ქართველი ქომაგების გამოხმაურება