როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ქველმოქმედის დავით ოქროპილაშვილის (დანტესის), თურქეთში მყოფი ქართველი მედიკოსის მედეა იობაშვილის და საზოგადოების დახმარებით, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თურქეთში გაემგზავრა რთული ოპერაციის ჩასატარებლად. გოგონა ანკილოზის დიაგნოზით, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ახლა იგი რეაბილიტაციას სახლში აგრძელებს და კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს:
„დღითი დღე რეაბილიტაციას გავდივარ, კარგად ვარ თქვენი წყალობით“, - წერს ლილიანა.
რა არის ანკილოზი?
ანკილოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სახსრის სრული ან ნაწილობრივი უმოძრაობას, რაც ვითარდება სახსარში არსებული ძვლოვანი ან ბოჭკოვანი შეერთების გამო.
მოკლედ: ანკილოზი არის სახსრის გაშეშება.
ანკილოზის ტიპები:
ძვლოვანი ანკილოზი — როცა სახსრის ზედაპირები ერთმანეთს ძვლოვანი ქსოვილით ეზრდებიან. ამ შემთხვევაში მოძრაობა საერთოდ არ ხდება.
ბოჭკოვანი (ფიბროზული) ანკილოზი — როცა ძვლებს შორის ჩნდება მკვრივი შემაერთებელი ქსოვილი. მოძრაობა შესაძლოა ნაწილობრივ შენარჩუნდეს, მაგრამ შეზღუდულად და მტკივნეულად.
გამომწვევი მიზეზები:
ხანგრძლივი ანთება (მაგ., ართრიტი, ოსტეოართრიტი); ტრავმები — განსაკუთრებით მაშინ, როცა სახსარი დიდხანს უძრავად არის;
ინფექციები (მაგ., ტუბერკულოზური ართრიტი);
ოპერაციის ან იმობილიზაციის შემდეგ განვითარებული გართულებები.
ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია: მუხლის, თეძოს, იდაყვის, ყბა-დაკბილვის სახსრები.
@lilianaliliana2003 გავდივარ რეაბილიტაციასს დღითიდღე კარგად ვარ თქვენი წყალობით დახმარების მსურველებმა კომენტარებშია ანგარიშის ნომრები 🥰🥰🥰🥰🥰🥰
♬ оригинальный звук - 🔱♌️🇬🇪𝐀𝐍𝐔𝐊𝐈🇮🇹♌️🔱
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შემოდგომა გვასწავლის გაშვებას მშვიდად, მადლიერად და ნაზად“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი
⭕„ჯანსაღი ცხიმი არ გასუქებთ, შაქარი და ანთებითი პროცესები კი...“ - რას წერს ნატა გაგუა