Digest Logo

„კარგი ამბავი...“ - რას წერს ჟურნალისტი, რომელმაც იტალიაში დაკავებულ ქართველ გოგოებზე ინფორმაცია მოიპოვა

1695474788
ხათუნა შარაძე

იტალიაში მოღვაწე ჟურნალისტი ხათუნა შარაძე რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელში წერდა, რომ მილანში შეესწრო ამბავს, რა დროსაც კარაბინერებმა ქართველი გოგოები დააკავეს. სწორედ ამიტომ, ემიგრანტებს დახმარებას სთხოვდა, რომ ამ გოგოებზე ინფორმაცია მიეღო.

დღეს კი მან ფეისბუკზე საქმის ახალი დეტალები გაავრცელა და დაწერა, რომ ორი ქართველი გოგო, რომელიც მილანში კარაბინერებმა დააკავა, ოჯახთან კონტაქტზე გავიდა.

„კარგი ამბავი....

ორი ქართველი გოგო, რომელიც მილანში კარაბინერებმა დააკავა, ოჯახთან კონტაქტზე გამოვიდა, რაც მთავარია გამოუშვეს და მალე საქართველოში დაბრუნდებიან.

ნუ დაიწყებთ ვარაუდებს, გოგოებს დარღვეული ჰქონდათ იტალიაში სავიზო რეჟიმით განსაზღვრული პერიოდი.

უღრმესი მადლობა ქართველ ემიგრანტებს!!! ტყუილად კი არ მეიმედებით“, - წერს ხათუნა შარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი ადგილზე გარდაიცვალა

„შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე... რატომ იყვნენ სპარტანელები ყველაზე ამტანები? მათი სასწაულად გამორჩეული დისციპლინის გამო“ - თამარ ივერი

🎥 „ეს რამდენჯერმე მოხდა, როცა მარტო ვრჩებოდით და დედა სამსახურში იყო“ - რას ჰყვება შვილი, რომელიც მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს