Digest Logo

„შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე... რატომ იყვნენ სპარტანელები ყველაზე ამტანები? მათი სასწაულად გამორჩეული დისციპლინის გამო“ - თამარ ივერი

1695472321
თამარ ივერი

ცოტა ხნის წინ სუხიშვილების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე რეპეტიციის კადრები გავრცელდა, სადაც ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავს.

აღნიშნულმა კადრებმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ვერ ვიტყვით სოპრანო თამარ ივერზე, რომელმაც სოციალურ ქსელში ნინო სუხიშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

„უმაგრესი ხარ, ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები! მახსოვს,მეც „ქართული დისციპლინით“ ჩავედი თავიდან ევროპის თეატრებში... რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა ისე ვმღეროდი, როგორც მე მინდოდა სცენაზე ისე ვიცვამდი, დირიჟორის მოთხოვნებს ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდი და ... მათი უკომპრომისო სიმკაცრით(მახსოვს დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს მხოლოდ 5 წუთი რეპეტიციაზე რომ დავაგვიანე) და 2-3 თვეში უკვე, მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი!!!

რატომ იყვნენ სპარტანელები ყველაზე მაგრები და ამტანები? სწორედ მათი სასწაულად გამორჩეული დისციპლინის გამო! ასე რომ, შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე...დიდი საქმეები სწორედ ასეთი მიდგომით მიიღწევა. რომ ხართ აღფრთოვანებული დიდი სპორტსმენების და ხელოვანების მიღწევების ყურებით...იქ ისიც იცოდეთ რომ ყოველ მათგანს ოდესღაც მისი "ნინო სუხიშვილი" ჰყავდა ზედამხედველად!!“, - წერს თამარ ივერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს რამდენჯერმე მოხდა, როცა მარტო ვრჩებოდით და დედა სამსახურში იყო“ - რას ჰყვება შვილი, რომელიც მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს

თბილისში 49 წლის კაცს ეძებენ

ეძგვერაძეზე მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის საქმეზე 6 პირი დააკავეს