Digest Logo

„კარგი მეკარე საჯარიმოში აუცილებლად ჩაირბენს, ცარიელ კარში კიდევ, როცა მოედანზე წაქცეული არავინაა, ყველა გაიტანდა“ - გიორგი კეკელიძე თურქეთთან მატჩზე

1718867652
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და თურქეთის ნაკრებთან 1:3 წააგო.

გატანილი გოლი მიქაუტაძეს ეკუთვნის.

აღნიშნული თამაშის შემდეგ, სოციალური ქსელში მწერალ გიორგი კეკელიძემ საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველო-თურქეთის მატჩს უკავშირდება:

„გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველა ეგ ჩვენი წყრომა და აღფრთოვანება ფეხბურთელებით, დიდწილად პერსონალურია. მოლოდინიც. იქითაც და აქეთაც.

პოლიტიკურს დავარქმევდი, მაგრამ მესმის ეგ - იმდენად ცხელი ზურგი აქვს ამბავს. იყოს პერსონალურიც. პილიტიკურიც, ადამიანი ეგეთია. ოღონდ ფეხბურთის არაფერი სცხია დიდწილად დავას. ფეხბურთის რომ იყოს, იოლად გაგიგებდით. ახლაც გაგიგებთ - ოღონდ ფეხბურთს ნუ აბრალებთ.

იმაზე არ მოგდევთ, ფეხბურთი იცით თუ არა. ფეხბურთის მაგია სწორედ ეგ არის, რომ ცოდნას არ ითხოვს, ამიტომაც ჰყავს მილიარდობით ფანი, თორემ მხოლოდ ცოდნა და მეცნიერება რომ სჭირდებოდეს საცქერლად, უყურებდა გიო ახვლედიანი და ბიძინა ბარათაშვილი და მორჩა. ფეხბურთზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. ალბათ - ყველაფერზე, მაგრამ ფეხბურთზე განსაკუთრებით.

თუ მაინცდამაინც, ცოდნა-არცოდნის დავა ეს არის და პასუხი მარტივი აქვს. ამ სცენარის და მუხტის თამაშში. კარგი მეკარე საჯარიმოში აუცილებლად ჩაირბენს. აუცილებლად. მესმის, ბურთების შეფარდების საქმე და სხვა, მაგრამ იმ წუთს და იმ მომენტში ეგრე მოხდება. ცარიელ კარში კიდევ, როცა მოედანზე წაქცეული არავინაა, ყველა გაიტანდა - დი კანიოც და ლუკას რადებეც - დიდი მკითხაობა არ სჭირდება ამას.

მაგრამ თუ ძალიან გვინდა, ვიკამათოთ ამაზეც - ფეხბურთი ხომ სუბიექტური საქმეა. ადამიანიც, ჩვენ ვიკამათოთ. ოღონდ დიდი ფეხბურთელი - დიდ ფეხბურთელად დარჩება. კარგი მოქალაქე - კარგ მოქალაქედ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:  

ბაბი კირკიტაძემ იმიჯი კიდევ ერთხელ შეიცვალა - როგორ გამოიყურება მომღერალი

20 ივნისი ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა - „ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო“... 44 წლის ასაკში დაოჯახება, ხიდან ჩამოვარდნა და ტრაგიკული გარდაცვალება

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი 20-24 ივნისის დღეები - „დედის დალოცვა აუცილებლად სრულდება“