Digest Logo

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი 20-24 ივნისის დღეები - „დედის დალოცვა აუცილებლად სრულდება“

1718865790
ანზორ ოდიშარია

„გასწავლით იმ რიტუალს, რადგან ჩვენ ვიმსახურებთ ბედნიერებას. ითვლება, რომ 20-24 ივნისის პერიოდი არის ქალბატონების, განსაკუთრებით მათი, ვინც არის დედა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი ჰყავს, აქვს თუ არა გამოცდილება, შეუძლია ამ პერიოდში ადამიანს უსურვოს სურვილი, დალოცოს და ის სურვილი აუცილებლად სრულდება და ხდება. 

თუ გვყავს დედა და გვაქვს ამის საშუალება, რომ ფიზიკურად მივეახლოთ მას და ვთხოვოთ დალოცვა, ჩვენი სურვილები გავუზიაროთ, მანაც დაგვლოცოს, იქნება ყველაზე  სწორი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე შეგვიძლია ნებისმიერ ქალს, დედას მივმართოთ და ვთხოვოთ დაგვლოცოს. 

მატერიალური კუთხით, რომ გავმდიდრდეთ, პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, რომ შევძლოთ პარტნიორის პოვნა და ა.შ. ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია ვითხოვოთ დახმარება“, - ამის შესახებ ეზოტერიკოს ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განაცხადა.