Digest Logo

„კარი რომ გავაღეთ ჩემი სიცოცხლით სავსე მეკო შემოგვეგება, უკან დედა მოჰყვებოდა, რომელიც ტიროდა“ - რას იხსენებს ნანუკა გოგიჩაიშვილი

1696099444
ნანუკა გოგიჩაიშვილი

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ხშირად მახსენდება ის ძალიან გადავიწყებული დღე და წამი ...

მახსოვს აუზზე ვიყავით მე და ნინი. დაგვირეკეს და გვითხრეს მალე წამოდით, მეკო ცოტა შეუძლოდააო ...(მეკო ბებო) ავკრიფეთ ნივთები და ჩავსხედით მანქანაში. იმ წამიდან თითქოს მე და ნინი ერთმანეთს აღარ ვეკონტაკტებოდით მანქანაში გვერდიგვერდ ვისხედით 40 წთ-ის განმავლობაში ხმა არ ამოგვიღია ტელეფონები ხელში გვეჭირა და არც გაგვიხსნია , რომ „დაგვესქროლა" ასე გაყინულები ვისხედით, მაგრამ დარწმუნებული ვარ არც მე და არც ნინი ერთი წამითაც არ ვივლებდით თავში აზრად მამაზე ცუდს....

ერთს ვვოცნებოვდი სადარბაზოში მისულს ლიფტის მოლოდინში მყოფს კარი ღია არ დამხვედროდა. მართლაც , ავედით და 1 წამით გავცოცხლი ისევ, რადგან კარი დახურული დამხვდა იქ 1 წამით მეტი სიცოცხლე და იმედი მომემატა, კარი რომ გავაღეთ ჩემი სიცოცხლით სავსე მეკო შემოგვეგება, უკან დედა მოჰყვებოდა, რომელიც ტიროდა და ბოდიშის და პატიებას გვთხოვდა, ისე თითქოს მისი ბრალი იყო ჩვენ ყველას ასეთი ტკივილი და გულის გაგლეჯვა ...

მერე აღარაფერი არ მახსოვს“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მიხარია გაბრწყინებულს რომ გხედავ“ - ქრისტი ყიფშიძე 46 წლის გახდა

🎥 „გადმომცეს, რომ ძალიან სერიოზული საცობებია. ნერვები არ მომიშალოთ, გზა დამითმეთ“ - გია სურამელაშვილის ვიდეომიმართვა

🎥 ნუცა ბუზალაძე დედასთან ერთად ამღერდა