გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
გიზიარებთ მის მორიგ საინტერესო პოსტს:
„1️⃣მეორედ, მესამედ, მეოთხედ… გათხოვილი ქალი არ არის ბოზი.
2️⃣დედა არ არის შვილის საკუთრება.
3️⃣არც შვილი დედის!
4️⃣"როდის აპირებ დაოჯახებას?" - უზრდელობის და უპატივცემულობის ზღვარზეა.
5️⃣კაციც ადამიანია. მას აქვს უფლება იყოს სუსტი, სევდიანი, იტიროს, დაემართოს დეპრესია. ან სახლში დარჩეს შვილის გასაზრდელად და ცოლმა იმუშაოს.
6️⃣წნევა არ ირტყმევინება
7️⃣არც გული.
8️⃣სუნთქვას სრულიად ავტონომიურია, მას არც ყურადღება უნდა, არც მონდომება. გინდა - არ გინდა სუნთქავ! მით უმეტეს პანიკური შეტევისას!
9️⃣ეპიდურალური ანესთეზია მშობიარობისას ვერანაირად ვერ დააზიანებს ზურგის ტვინს.
1️⃣0️⃣ყველამ „უმაღლესში" არ უნდა ჩააბაროს, ეს გამოადგება მხოლოდ მშობლების მორბიდულ სიამაყეს და პატივმოყვარეობას, სხვას არავის - არც ძალით სტუდენტს, არც ქვეყანას.
1️⃣1️⃣სახლის დალაგება, მაგიდის ალაგება, საჭმლის გაკეთება, სარეცხის გარეცხვა ადამიანის ზოგადი უნარებია სქესისგან სრულიად დამოუკიდებელი.
1️⃣2️⃣ადამიანის რწმენა, შემოსავალი, ორიენტაცია შენი საქმე არ არის! საკუთარ ცხოვრებას მიხედე!
1️⃣3️⃣მენსტრუაცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და მასზე საუბარი არ ტეხავს, ტეხავს მასზე არსაუბარი.
1️⃣4️⃣დიეტა არ ნიშნავს არჭამას.
1️⃣5️⃣შიმშილობა ასუქებს! კი, კი, ნამდვილად სწორად წაიკითხე! როგორც კი მორჩები შიმშილს, ორმაგად მოიმატებ.
1️⃣6️⃣ხშირად ხათრით იწყება ნეპოტიზმი, კორუფცია, არაპროფესიონალიზმიდა რეგრესი.
1️⃣7️⃣სადარბაზოც შენია!
1️⃣8️⃣ლიფტიც!
1️⃣9️⃣ქალაქიც! ️
2️⃣0️⃣ბირჟას გამაგრება არ უნდა, საზღვრებს კი!
2️⃣1️⃣ძმაკაცის და არ არის შენი სისხლით ნათესავი და მას საკუთარი აზროვნება და გრძნობები აქვს.
2️⃣2️⃣გრძელი თმები, საყურეები, არა შავი ტანსაცმელი არანაირ კავშირში არ არის სექსუალურ ორიენტაციასთან.
2️⃣3️⃣საშვილოსნოს ქონა არ ავალდებულებს ქალს ჰყავდეს შვილები.
2️⃣4️⃣ცხოველებს აქვთ სული, ემოციები, ცრემლები. ვინც ამას უარყოფს უბრალოდ რელიგიური ექსტრემისტი ან სადისტია.
2️⃣5️⃣ტრანსგენდერიც ადამიანია თავისი ღირსებით, სიხარულით, სევდით, ოცნებებით. თუ ის აგრესიას იწვევს შენში, პრობლემაც შენში უნდა ეძებო.
2️⃣6️⃣იმაზე მეტი გეი არსებობს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უმრავლესობას "არ ეტყობა". ისინი არიან თქვენი შვილები, შვილიშვილები, ძმები, დები, უახლოესი მეგობრები და თქვენ ეს ხშირად არც იცით. დაფიქრდით კარგად, გინდათ თუ არა იყოთ ჰომოფობი, რადგან ეს ნამდვილად თითოეულის არჩევანია სექსუალური ორიენტაციისგან განსხვავებით!
2️⃣7️⃣საქალწულე აპკი ... სერიოზულად? 2026 წელს?
2️⃣8️⃣ცოლთან არანაირი სექსი არ ტეხავს, ტეხავს ღალატი!
2️⃣9️⃣ნუ გეშინია, თუ ქალმა შენი ორალურად დაკმაყოფილების შემდეგ ტუჩებზე გაკოცა, ეს არ გხდის გეის😉“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგად გამოიყურები, ულამაზესი, ეშხიანი...“ - თაკო ჩხეიძის ახალი ფოტოები ლისაბონიდან