ცნობილი ფლორისტი, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
ზურა ულამაზეს ყვავილზე წერს, რომელიც არ იცის საიდან გაჩნდა გურიაში.
„გურიაში, ჩემი მეზობლის ღობეზეა გადმოკიდებული და ისე ყვავის ტორისიმსხო ყვავილებით ფოთოლი არ უჩანს.
არ მგონია ვინმე რწყავდეს, სხლავდეს ან ასხურებდეს, არის ასე თავისთვის და ისეთ სურნელს აფრქვევს სოფლის ცენტრამდე აღწევს...
კაცმა არ იცის რა ჯიშია, საიდან მოვიდა და როგორ აღმოჩნდა გურიაში“,- წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„...და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - 12 მაისს კვირაცხოვლობა აღინიშნება