Digest Logo

„კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილია ისეთი, რომელსაც მამა არ სჭირდება, ანუ ღმერთი არ სჭირდება“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1764077897
თეოორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„როგორც ერთ-ერთი ღვთისმეტყველი მოსწრებულად ამბობს - ღმერთს შვილებში არ გაუმართლა...
უძღები შვილის იგავი ხომ გახსოვთ,
ორი შვილი ჰყავს, ეს ორი შვილი ხომ მთელი სამყაროა, სამყაროს სიმბოლოა...
აბა, რომელი შვილი ვარგა, კაცმა რომ თქვას?!
ერთმა რა უქნა,
მეორემ საერთოდ სახლში შესვლაც აღარ იკადრა, მერე უკვე...
უძღები შვილი იმას მაინც მიხვდა,
რომ მამა სჭირდება,
მამის გარეშე მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს,
ამას მაინც მიხვდა.
მეორეს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, იმის ცოდნა არ აქვს, რომ მამა სჭირდება.
სხვათა შორის, კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილია ასეთი,
რომელსაც მამა არ სჭირდება,
ანუ ღმერთი არ სჭირდება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიყენეთ ოქროსფერი, მზის ფერები, მაგრამ მოერიდეთ ამ რიცხვებს“ - რომელ რიცხვში ჯობია მოვრთოთ ნაძვის ხე, თაკო მელიქიშვილის რჩევები

🎥 „25.11.2025 ეს არის სარკისებრი თარიღი! აიღეთ კალამი, ფურცელი, დახატეთ უსასრულობა...“ - თათია გარანიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

„ლუდი არ არის პრობლემა, არაყს არ ვეკარები“ - მაია ბუწაშვილი ალკოჰოლთან დაკავშირებულ მითებზე საუბრობს