Digest Logo

„ლუდი არ არის პრობლემა, არაყს არ ვეკარები“ - მაია ბუწაშვილი ალკოჰოლთან დაკავშირებულ მითებზე საუბრობს

1764067096
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ალკოჰოლთან დაკავშირებულ მითებზე საუბრობს. 

მისი თქმით, ორი-სამი კათხა ლუდის მიღების შემთხვევაში ადამიანი 50-80 გ-მდე ალკოჰოლს იღებს. 

გარდა ამისა, ინფექციონისტი ამბობს, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს:

„მითები ალკოჰოლზე:

„ლუდი არ არის პრობლემა, არაყს არ ვეკარები”.

ლუდში სპირტის შემცველობა 5%-ია (7%-იანი ლუდებიც არსებობს), ანუ 100 მლ ლუდში 5 გ სპირტია. ორი-სამი კათხა ლუდის მიღების შემთხვევაში (რაც ცოტააო, თვლიან), 50-80 გ-მდე ალკოჰოლს იღებს ადამიანი.

ანუ სამი კათხა ლუდი იგივეა, რაც 200 მლ ვისკი ან არაყი.

ადამიანი თუ ყოველდღე 4-5 პატარა ჭიქა (200 მლ) არაყს სვამს, ამას უფრო აღიქვამენ სმად, ვიდრე ლუდის შემთხვევაში. არადა, ზუსტად ერთი და იგივეა.

ეს მე ლუდის შედარებით ზომიერი მოხმარების მაგალითი მოვიყვანე, თორემ ბევრი 3 ლ-ზე მეტ ლუდს სვამს (განსაკუთრებით ზაფხულში).

ხშირად ისმის კითხვა, რა ითვლება ალკოჰოლის მიღების უსაფრთხო რაოდენობად. აბსოლუტურად უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს. თუ ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, მცირე რაოდენობა ითვლება დაბალი რისკის მქონედ.

„მცირე რაოდენობა” სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მაჩვენებლით აქვს განსაზღვრული.

თუ ადამიანს რომელიმე დაავადება აქვს, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის (მათ შორის ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა), დიაბეტი, ღვიძლის ნებისმიერი დაავადება (მათ შორის „გაცხიმოვნება”), დეპრესია, ძილის დარღვევა და ა.შ, მათთვის ეს დაბალი დოზაც არ შეიძლება, ანუ ალკოჰოლის მიღება სრულად უნდა იყოს შეწყვეტილი.

ეს განსაკუთრებით ეხებათ ორსულებს ან ორსულობის დაგეგმვის პერიოდში მყოფებს, თუმცა სამწუხარო მაგალითები არსებობს, როცა ორსულებს ურჩევენ დღეში ერთი ჭიქა შავი ღვინის მიღებას („სისხლისთვის კარგია“)“, - წერს მაია ბუწაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კარგმა საქმეებმა შეიძლება, გული გაგიხეთქოს თუ...“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

„ინდიკატორია - დახურვა, დასრულება! დრაკონის წელს დაბადებულებმა სიფრთხილე გამოიჩინეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის დეკემბერში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება