Digest Logo

„კედელი - ერთი ადამიანისთვის კარია და მეორისთვის - უბრალოდ, კედელი... ერთი ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც მეორე გადაულახავ წინაღობას აწყდება“ - რამაზ გიგაური

1737890982
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად იგი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„კედელი - ერთი ადამიანისთვის კარია და მეორისთვის - უბრალოდ, კედელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც მეორე გადაულახავ წინაღობას აწყდება. ფაქტობრივად, ეს არის რეალობა, მაგრამ ამ რეალობას გააჩნია მრავალი (სუბიექტური) გამოვლენა და მისი სუბიექტური აღქმა დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე.

შეიძლება ითქვას, რომ რეალობა არის არა „გარეთ“, არამედ „შიგნით“.

„მინდა შევცვალო ჩემი რეალობა“ ნიშნავს, ადამიანმა შეცვალოს აღქმა, „ხედვა“. ამ დროს საჭიროა რეალობის განსხვავებულად, არასტანდარტულად დანახვა და რაც მთავარია, საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლა.

წარსულის გადაფასება - ეს საკუთარ თავთან კონფლიქტია. ამ დროს „მე“ იხლიჩება და ადამიანი ცვლილებას როგორც საკუთარი თავის ღალატს, ისე აღიქვამს. მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვის წარსულის მიტევება და წარსულის მიმართ სწორი შეფასება. ეს ცხადია, წარსულს ვერ ცვლის, თუმცა იწვევს აწმყოში განსხვავებულ (არა ადრე „დასწავლილ“) მოქმედებებს. სწორედ ეს ცვლის მომავალს. ახალი მოქმედება - ახალი შედეგი. უნდა შეიცვალოს არა „მოვლის“ ფორმა, არამედ თესლი, რათა განსხვავებული მოსავალი მივიღოთ. ეს ყველაფერი გულისხმობს ბავშვობაში ჩამოყალიბებული პატერნების („მრწამსების“) მიზანმიმართულ ცვლილებებს, კონკრეტულად კი დეფრაგმენტაციას ( მენტალური, ფსიქო-ემოციური „ფაილების“, მათი სხვადასხვა ნაწილების გაერთიანებას და ერთიან სისტემაში მოყვანას).

ბუნებრივია, ეს ითხოვს ორგანიზებული, დისციპლინირებულ და მეთოდურ მუშაობას. ამ დროს ადამიანი მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში ახერხებს, ილუზიისთვის თავის დაღწევას და „ჩიხის“ ადგილას გასასვლელის დანახვას“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხინკლით თავის დაბადების დღეზე მოწამლეს, მომაკვდავი დახვრიტეს და შუა ქუჩაში დააგდეს ასაყროლებლად, მტაცებლების დასაჯიჯგნად“ - სანდრო ელოშვილი

„ფინანსური საკითხები წინა პლანზე დადგება, შეხედეთ შესაძლებლობებს, რომლებიც იხსნება თქვენს წინაშე“ - თებერვლის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა პროგნოზი ყოველთვის მართლდება