Digest Logo

„ხალისობენ განადგურებული პრეზიდენტის ხილვით… ეს რა არის ხალხო?! კადრები ასახავს შემზარავ რეალობას, შურისძიებას...“ - როგორ გამოეხმაურნენ ექსპრეზიდენტის ვიდეოს გასაჯაროებას?

1671045128
მიხეილ სააკაშვილი

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გაასაჯაროვა.

აღნიშნულ კადრებს ფეისბუკზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოქალაქეებმა პირადი მოსაზრება დააფიქსირეს:

„ამაზე ამბობენ რომ კარგად არის და სიმულიანტობსო?
კარგად დააკვირდით ამ ფოტოს და ამ ადამიანზე ამტკიცებთ, რომ სიმულიანტია და მართლა არაფერი ჭირს? 

ეს არის გუშინწინდელი კადრი, რომელიც სულ 14 წამში ჩაატიეს! დანარჩენი 9 წუთი ზაფხულის და ოქტომბრის კადრები გაუშვეს!“

„ქართველებს წარსულმა საერთოდ არაფერი გვასწვალა სამწუხაროდ“

საოცარია, ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც მიშას მმართველობის დროს არსებულ
უსამართლობას გმობდნენ დღეს ხალისობენ განადგურებული პრეზიდენტის ხილვით… იმ ადამიანების უმეტესობას არც უფლის ესმით და არც ის ადამიანები ებრალებოდათ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს უსამართლობის მსხვერპლნი იყვნენ, მათ უბრალოდ პირადი ბინძური ინტერესები ამოძრავებდათ“

„მიშაზე თუ ვიდარდები ოდესმე რას წარმოვიდგენდი“

ეს რა არის ხალხო?!
აქამდე როგორ მივედით?!“

„2 თვის წინინადელი კადრების გამომზეურება ნამდვილად არ შეიძლება, მეორეც, ვერ მივხვდი, რისი მომცემი იყო და რისი თქმა უნდოდა ამ ვიდეომონტაჟით უწყებას და მესამეც, ვერც ეს ყბადაღებული სიმულაცია დავინახე, ვერც მსჯავრდებულის უავადმყოფობა. ის კარგად ჩანს, რომ სამედიცინო გარემო ნამდვილად კარგია, მაგრამ არის კი საკმარისი, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას?წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უმძიმეს შედეგებს მოიტანს“

„კადრები რომელიც ახალგაზრდა კომკავშირელმა მინისტრმა გაასაჯაროვა, ასახავს შემზარავ რეალობას, შურისძიების შემზარავ სინამდვილეს. ჩვენ ვართ ოლიგარქის მძევლები და მისი სიამოვნებისთვის ხელისუფლება ყველაფერზე წავა, ყველაფერს იკადრებს 
ბოლო კადრი ვიდეოდან დათარიღებულია 12 დეკემბრით“

„შენი ქვეყნის პრეზიდენტს რომ ამ დღეში ჩააგდებ და მერე საღლიცინოდ გამოფენ, თქვენ რისი იმედი გაქვთ ქოცებო?
ნებისმიერს გაგწირავენ ნებისმიერ დროს!
ქაჯები მართავენ ჩემს ქვეყანას, უინტელექტო ბოროტი ქაჯები!“

„ვივამედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ პაციენტის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროვება მათი ნებართვის გარეშე მოხდა. პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ ვინც ეს გააკეთა. სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციარულ სისტემასთან ერთად.
პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის.
მარტივად რომ აგიხსნათ, ჰოსპიტალში გადაღებულ თქვენს პირად ფოტოზეც კი რომ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის, პაციენტის იდენტობის შემცველი ინფორმაცია, მაგალითად სახელი მონიტორზე, ან რომელიმე კვლევის ნაგლეჯი სახელით ფოტოზე და ასე შემდეგ, ამას მოჰყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
უცოდინრობის ასეთი რა ხარისხი გჭირთ რომ თქვენი უფლებები და მოვალეობები ანაბანის დონეზეც კი არ იცით?
ინგლისური ერთს მაინც ეცოდინება იმხელა ჰოსპიტალში და უთარგმნეთ რა სასჯელს ითვალისწინებს პალატაში გადაღებული კადრების გასაჯარობება“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პირველი და უკანასკნელი საჯარო კადრები ნორა კვიციანის სამონაზვნო ცხოვრებიდან - მან გისოსებს მიღმა 6 წელი და 4 თვე გაატარა

🔵🎥 ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილის დაისი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

🎥 რუსკა ქარქაშაძეს ფათერაკებით სავსე ცხოვრება - რას ჰყვება მსახიობი?