Digest Logo

„ხალხო, გთხოვთ, ნუ ეთამაშებით ამ მომაკვდინებელი ვირუსს! 10-იდან 10 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება“ - რას წერს ცხოველთა უფლებადამცველი

1684745585
ტასო ლოსაბერიძე

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში ვირუსი შინაურ ცხოველს, ძაღლს დაუდასტურდა. 

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველი  ტასო ლოსაბერიძე გამოეხმაურა.

„ხონელ ძაღლს დაუდასტურდა ცოფი, თანაც როგორც მიმკედლებელი ამბობს, აცრილს.

ამ ძაღლს ბავშვი დაუკბენია რამდენიმე დღის წინ და მეორე დღესვე ძაღლმა გამოავლინა ცოფის კლინიკური ნიშნები, ბავშვის ოჯახმა წაიყვანა სახლში ეს ძაღლი, დააბა და აკვირდებოდნენ, ცხადია იზოლირებულად.

ძაღლის მიმკედლებლები და არამარტო, ამბობდნენ რომ ძაღლი არის ნაცემი და ითხოვდნენ კლინიკაში გადაყვანას. კიდევ კარგი რომ ეს არ მოხდა... და უამრავი ადამიანის სიცოცხლე არ ჩავარდა საფრთხეში.
ხალხო, გთხოვთ, ნუ ეთამაშებით ამ მომაკვდინებელი ვირუსს!

გთხოვთ, როცა ძაღლს აქვს ცოფის ნიშნები, ნუ ამსგავსებთ სხვა დაავადებებს და ნუ იგდებთ საკუთარ თავს საფრთხეში, ნურც სხვა ადამიანს და ცხოველს ნუ დააყენებთ გაცოფების რისკის ქვეშ.

ცოფის შემთხვევაში 10-იდან 10 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება! მეტი სერიოზულობა გვმართებს ამ ვირუსთან ბრძოლაში.

ჩავასწორებ: ძაღლის ცემას რა თქმა უნდა არ ვამართლებ და არც ვდაობ, რომ იმ ბავშვის ოჯახი არის გარეწარი, უბრალოდ ამ პოსტში ხაზს ვუსვამ, ჩვენი, ცხოველთა მოყვარულების პასუხისმგებლობაზე“, - წერს ტასო ლოსაბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი ენერგეტიკა გვაქვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? - ანზორ ოდიშარიას განმარტება

🎥 მარადიული სიყვარულის ნიშნად შექმნილი ბაღი - 63 წლის მებაღის სიყვარულის ისტორია და ყვავილები, რომელიც დაღუპულ მეუღლეს ეძღვნება

🎥 „სად წახვედი, რატომ შვილო... ამბობდა, მე ცოლი და შვილი არ მეყოლებაო“ - ლევან აბაშიძის დედის ემოციური ინტერვიუ გარდაცვლილი შვილის 60 წლის იუბილეზე