Digest Logo

„ხან ვაზელინს მეძახიან, ხან მონას. უკვე მართალი გითხრათ, მომბეზრდა ეს ყველაფერი... არანაირი გამორჩენა არ მაქვს არავისგან“ - რას წერს თემურ თათარაშვილი

1655884631
თემურ თათარაშვილი

მომღერალ თემურ თათარაშვილს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. მისი რეპერტუარი, თითქმის, ყველამ ზეპირად იცის და კონცერტებზე მსმენელის სიყვარულსაც ხშირად იმსახურებს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მომღერალმა მყარად დააფიქსირა ქართული ოცნებისადმი მისი დამოკიდებულება და რამდენიმე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა, საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტმა გააღიზიანა. 

თემურ თათარაშვილის თქმით, ყოველდღიურად ის ძალიან ბევრ შეურაცხყოფას იღებს და მას მონას  ეძახიან.

„ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და მინდა მოგახსენოთ, უკვე წლებია ჩემი ოცნების მხარდაჭერის გამო ვარ თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი, მსხვერპლი.

ხან ვაზელინს მეძახიან, ხან მონას. უკვე მართალი გითხრათ, მომბეზრდა ეს ყველაფერი ავიტანო გაუნათლებელი და გაბოროტებული ხალხისგან.

არც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ არანაირი გამორჩენა არ მაქვს არავისგან, მეტსაც გეტყვით ყველას რომ ჰგონია მე ივანიშვილი მანებივრებს და განსაკუთრებულ პირობებში ვარ - ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს მისგან. ასე რომ, დაიოკეთ ნერვები.

მე ვილანძღები, მაგრამ არ ვკარგავ მაყურებელსაც და პატივისცემას, რომელიც წლების მანძილზე დავაგროვე,
მაგრამ წინსვლა და უფრო მყარად რომ ვიდრე ამის შესაძლებლობა არ მაქვს!!!

ხოლო ის ხალხი, რომლებიც დუმან ან შუაშიტს თამაშობენ ან კიდევ ღიად აფიქსირებენ ჩემგან განსხვავებულ აზრს ისინი მიიწევენ მაღლა, მოკლედ, დავასრულებ აქტიურობა ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ოცნების მხარდამჭერი აღარ ვარ, ან ივანიშვილის მგინებელი გავხდები როდისმე.

უბრალოდ დავასრულე ჩემი აქტიურობა აქ წერა-კითხვით, ვისაც უყვარდი ალბათ დღესაც ვუყვარვარ
და ვისაც არა სულ კარგად იყვნენ !“, - წერს თემურ თათარაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვიღაც ადამიანმა გამაჩერა, დანა მომადო კისერთან და სასქესო ორგანო დამანახვა...“ - მარიამ ციმინტია პედოფილიის მსხვერპლი გახდა

🔵„აივსეთ მზის სხივებით გარედანაც და შინაგანადაც... ყველა დალოცეთ, ყველას აპატიეთ და ყველას მიტევება სთხოვეთ“ - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ დღეს

🔵„ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ“ - კახა სამხარაძის სკანდალური პოსტი და დაპირისპირება სოცქსელში