13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველზე“ დილის გადაცემას - „ დილის LIVE-ს“ მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობები და ცნობილი სახეები წაიყვანენ.
როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ ტელეწამყვანები იქნებიან: მსახიობი - ბაჩო ქაჯაია, ბლოგერი - თაკო საზინა, ისი-პარის PR და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია შამუგია, მომღერალი - მარიამ როინიშვილი, ტელეწამყვანი - მაკო კვიტაიშვილი, ექიმი ორთოდონტი - ნუკა ჭიჭინაძე.