გადაცემაში „ნოესთან“ ცნობილი ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია იქნება 18 სექტემბერს სტუმრად, სადაც, როგორც გადაცემის პრომოდან ვიგებთ, ის აქამდე უცნობ ბევრ დეტალზე საუბრობს.
ნოეს კითხვაზე, რატომ ტიროდა ქორწილის დღეს ლიზას დანახვისას, ირაკლი პასუხობს:
„ლიზა, რომ დავინახე, მართლა ვერ ვიკავებდი ცრემლებს“.
ირაკლი ასევე ამბობს, რომ მათ ურთიერთობას ხელის შემშლელი პირობები ჰქონდა.
„ტელეფონიც გამიტეხეს და ხდებოდა ბევრი ბინძური ხერხებით მანიპულირება“. – ამბობს ტელეწამყვანი.ირაკლი არ პასუხობს კითხვას, ვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔘 ალა პუგაჩოვამ ანდერძს ხელი მოაწერა - ვის უტოვებს ქონებას პრიმადონა
⚪„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - რას წერს ქეთა თოფურიას ქმარი საქართველოში სტუმრობის შემდეგ