Digest Logo

„ხელი ჩავიქნიე ამ ხალხზე... მივხვდი, რომ ძალდატანების და მკაცრი ხელის გარეშე, ამათთვის არაფრის გაკეთება არ შეიძლება“ - რას წერს დომენიკ მანგო

1704898259
დომენიკ მანგოდომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გულგატეხილია თავს გადამხდარი ისტორიის და საზოგადოების გულგრილობის გამო.

„2019 წელს სამასი არაგველის მეტროსთან დავდგით ჯიხური, რომელშიც განთავსებული იყო ორკარიანი მაცივარი საკვებისთვის და ტანსაცმელებისთვის თაროები.

მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანებს შიგნით დაედოთ საკვები და ტანსაცმელები უპოვართათვის. ჯიხური ბავშვებმა თავისი ხელით მოხატეს, დიდი სიყვარულით გავაკეთეთ ეს.

შედეგი? რაც მივიტანეთ და დავდეთ, ჯერ ხომ მივიდა ერთი ადამიანი და ყველაფერი თვითონ გაზიდა, შემდეგ ხო არავის არაფერი მიჰქონდა სხვისთვის გასაზიარებლად და სულ რაღაც 2 კვირაში უკვე ტუალეტად იყო გადაქცეული.

ის მაცივარი საერთოდ მოიპარეს, თვითონ ჯიხურთან ჩავლა საერთოდ გაუსაძლისი გახდა, იმდენი ნაგავი და საშინელება ჩაყარეს შიგნით

მას შემდეგ საერთოდ ხელი ჩავიქნიე ამ ხალხზე და მივხვდი, რომ ძალდატანების გარეშე და მკაცრი ხელის გარეშე, ამათთვის არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

წლებია უკვე თავში მიტრიალებს აზრი, რომ ქუჩის ძაღლებისთვის დავამზადებინო ასეულობით სახლი, მაგრამ იმდენად დაშინებული ვარ ამ ბინძური და უკულტურო ბრბოს გამო, რომ ყოველ ჯერზე უკან ვიხევ.

ღმერთმა ნუ ჩაგახედოთ თვალებში ამ ხალხის სახეს მასაში, შეიძლება ყველაფერს ზურგი აქციოთ საერთოდ“, – წერს მანგო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეჭვმიტანილია არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური შევიწროების საქმეშიც, სოფლიდან უნდა წავიდეს“ - რას ამბობენ ადგილობრივები ძაღლის წამებაში ბრალდებულ კაცზე

🔵 „მართლა ცუდად გავხდი, მართლა ხელით მიჭირავს გული“- რას წერს ინგა გრიგოლია

🔵 მარნეულში ნაწამები ცხოველი დაიღუპა - ბრალდებული პირი დაკავებულია