Digest Logo

🎥 „ეჭვმიტანილია არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური შევიწროების საქმეშიც, სოფლიდან უნდა წავიდეს“ - რას ამბობენ ადგილობრივები ძაღლის წამებაში ბრალდებულ კაცზე

1704789112

მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ადგილობრივები მედიასთან ჰყვებიან, რომ ბრალდებული კაცი წარსულში არასრულწლოვანზე სექსუალურ შევიწროების საქმეშიცაა ეჭვმიტანილი.