Digest Logo

„ხელი მოიტეხა, ოპერაცია უნდა გაეკეთებინა...“ - მე-7 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა

1780988221
 მე-7 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა

ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი, ეთერ წილოსანი ავრცელებს.

„ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…“, - წერს სკოლის დირექტორი.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ხელი ჰქონდა მოტეხილი და მას გეგმური ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ტრაგედია სწორედ საოპერაციოში მოხდა.

„ხელი მოიტეხა და ოპერაციის დროს გული გაუჩერდა“, - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები.

ამ ეტაპზე სხვა ოფიციალური დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სამდღიანი ზეიმი, ცნობილი სტუმრები და სიცილიური სამზარეულო - დუა ლიპას და კალუმ ტერნერის გრანდიოზული ქორწილი სიცილიაში

⭕რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ - ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ფინანსური კეთილდღეობის საკითხები პირველ პლანზე გადადის“ - 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი