იმისათვის, რომ ბავშვმა შეცდომაში დაინახოს ზრდის შესაძლებლობა, უპირველესად უნდა დავეხმაროთ იმის გაანალიზებასა და გაცნობიერებაში, რომ შეცდომა:
💡არ არის საშინელი რამ...
💡ეს საინტერესოც კი არის...
💡სასარგებლოა...
💡ჩვეულებრივი რამ არის...
💡უკლებლივ ყველას მოსდის...
⭕ ამ მხრივ, სკოლის გავლენა, სადაც ბავშვი ატარებს უმეტეს დროს, არის უდიდესი და კრიტიკულიც კი.
თუ მასწავლებლების დამოკიდებულება არის სწორი და არა ისეთი, რომ შეცდომა არის სირცხვილი, მაშინ ამ გამოწვევასთან გამკლავება მშობელსაც მეტად გაუადვილდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მარტო რჩება ამ გამოწვევასთან, შედარებით რთულია, თუმცა შესაძლებელია სიტუაციის დაბალანსება სწორი დამოკიდებულებით.
❓რისი გაკეთება შეგვიძლია:
🔹️წაახალისეთ ბავშვი და მის მიერ გამოჩენილი ინიციატივა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
🔹️მიეცით ბავშვს იმის შესაძლებლობა, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. ნუ მიეშველებით, თუ ის ამას არ გთხოვთ.
🔹️წაახალისეთ შრომისმოყვარეობისა და ძალისხმევისათვის და არა მხოლოდ შედეგისთვის.
🔹️ნუ შეადარებთ სხვას და სხვის წარმატებას!
🔹️შეადარეთ და პარალელი გაავლეთ, მაგალითად, მის წინა მცდელობებთან და აღნიშნეთ, რომ ძალისხმევის და შრომის შედეგად ამჯერად ბევრად უკეთ გამოსდის. ასეთი დამოკდიებულება ხელს უწყობს სწავლასა და წარმატებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას.
🔹️დაეხმარეთ ბავშვს წარუმატებლობის გაანალიზებაში. იფიქრეთ და ისაუბრეთ იმაზე თუ რა უშლის ხელს? რა ეხმარება? რომელი უნარი უნდა განივითაროს? სად და როგორ შეიძლება მეტი ცოდნა მიიღოს ამ სფეროში? და ა.შ.
🔹️პერიოდულად დაინტერესდით იმით, თუ ამ დროის განმავლობაში რა ისწავლა? რისი გაკეთება სცადა? რა გაიგო ახალი და საინტერესო, რაც გამოადგება ცხოვრებაში? და რაც ყველაზე მნშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმინეთ და შეაქეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გია ჯაჯანიძის მიერ შესრულებული „დაუკარით“ და აცეკვებული ტელეწამყვანები
⭕„ლანძღვაც და ქებაც ზრდის პოპულარობას“ - რა მოსდის რეპუტაციას ამ დროს? ფსიქოთერაპევტის განმარტება
⭕„ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა