Digest Logo

„ხეზე დაკიდებენ თავდაყირა და იტყვიან - აშენდა ბუდე, აშენდა ოჯახიო“: ზურა შევარდნაძე ჩიჩილაკის მნიშვნელობაზე გურულ ტრადიციაში

1766391336
ზურა შევარდნაძე

ჩიჩილაკი ქართული საახალწლო ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლოა. როგორც ლანდშაფტის არქიტექტორი და ფლორისტი ზურა შევარდნაძე წერს, ჩიჩილაკი არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ სიხარულს, სიწმინდესა და დოვლათს განასახიერებს.

„ჩიჩილაკი ქართული ნაძვის ხეა, სიხარულია, სიწმინდეა, სისუფთავე და სილამაზეა. ქართველებს სჯერათ, რომ ტოტისგან გათლილი ბურბუშელებიანი ხე სიხარულს, დოვლათს და ბევრ სიკეთეს მოუტანს ოჯახს, ქვეყანას..

ჩიჩილაკს რთავენ წითელი ვაშლით, ბროწეულით, სუროს ფოთლებით და კურკანტელით.

ყველა მოსართსვს სიუხვის, ბარაქის, მარადიულობის მნიშვნელობას ანიჭებენ.

ნათლისღების შემდეგ ჩიჩილაკს ეზოში მსხმოიარე ხეზე დაკიდებენ თავდაყირა. ბურბუშელას ზამთრის ყინვა და ნალექი დაარბილებს. ადრე გაზაფხულზე ჩიტები გაწეწავენ ჩიჩილაკს და ბუდეების ასაშენებლად გაზიდავენ როგორც ძალიან ხელსაყრელ მასალას.

გურულები იტყვიან აშენდა ბუდე აშენდა ოჯახიო“,- წერს ზურა შევარდნაძე.