Digest Logo

„ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია“ - ნინო კვაჭანტირაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას იუმორით ეხმაურება

1787230120
ნინო კვაჭანტირაძე

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს და გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ის გარდაიცვალა, ეხმაურება.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო ახლობლებმა და გულშემატკივრებმა ნერვიულობა დაიწყეს:

„ამ დღეებში ვიღაცებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ მე მოვკვდი. შეწუხდნენ, რა კარგი ქალბატონი იყო, ვუყურებდითო, კარგი რამეები გვასწავლაო, ღმერთმა აცხონოსო. მერე ახლობელმა მომწერა, რამე თქვი, თორემ ხალხი გვირგვინის საყიდლად იკრიბება და პანაშვიდზე მიდიანო... ვიღაცამ დაწერა, მე ვიცი სადაც ცხოვრობსო... ვაიმე, რაღა ვქნა, რა კარგია, მკვდარი რომ ეგონები ვინმეს და ცოცხალი ხარ!

პ.ს. ისე, მართლა რომ მოსულიყვნენ სამძიმარზე და „იმერული ესკიზების“ მსგავსად თეთრი ზეწარით გამოვკიდებოდი ხალხს, ხომ კარგი იქნებოდა, სირბილი არ ვიცი თუ რა? მკვდარი გაცოცხლდაააა, მკვდარიიიიიიი!

მოკლედ, ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია, გვირგვინი თუ არ დაიბრუნონ, აქვე მაიაკოვსკის ძეგლის ფეხებთან დატოვეთ“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.