Digest Logo

„ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა - კარგად ვარო“- ლაშა შაყულაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ისრაელიდან

1697528798
ლაშა შაკულაშვილი

ებრაისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი გიორგი შაყულაშვილი, რომელიც ისრაელში ლექციებს კითხულობს  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას.

ამჯერად იგი, სასიხარულო ინფორმაციას გვიზარებს

„ვიღაცისთვის ეს უბრალოდ ომია, მაგრამ ჩემთვის ამ ომს სახელები ჰქვია. იმ ადამიანთა, რომლებსაც ყოველ წამს ველი. ეს ყოველივე კი იმ ცილისწამების ფონზე მიდის, რომელსაც მე ანტისემიტიზმით დატვირთულ პოსტებში ვეცნობი.

ცოტა ხნის წინ ჩემმა ისრაელელმა და შეძენილი ოჯახის წევრმა ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა - კარგად ვარო.

ამით კი ჩემი პირადი ჯოჯოხეთი მნიშვნელოვნად შემსუბუქდა!

რამდენჯერმე მოვუსმინე და მივხვდი - როგორ ვერასოდეს ავიტან რომ სამყარომ თვალი აარიდოს იმ საშინელებას, რაც აქ წინა კვირით მოხდა.

მე ვაგრძელებ საინფორმაციო სტატუსებს და სატელევიზიო ჩართვებს!

დღეს, თბილისის დროით 21:30-ზე და იერუსალიმის დროით 20:30-ზე დაგელოდებით ტვ ფორმულაზე, "პოლიტიკის ფორმულაში", სადაც ისრაელში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებ!

ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ მეც გაგიმეორებთ - პალესტინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სწორედაც რომ (1) ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი და (2) ანტისემიტიზმი გაათავისუფლებს.

ჰამასი, რომელიც პალესტინელ სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს განკითხვის დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე უწყობს.

ბოლოს კი იმას დავწერ, რაზეც ამ მბეზრდება საუბარი, რომ ეს ომი არის ისრაელსა და ჰამასს შორის; ამ სახელწოდებაში რელიგიის ან ეთნიკურობის ჩამატება არის დანაშაული“,- წერს შაყულაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 პირველი კადრები ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ჯვრისწერიდან - ჯვრისწერა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერშია

🔵 „ისევ ქრისტიანულ სამყაროს მოუწევს ამ ლტოლვილების შეფარებაც“ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე პალესტინელ ლტოლვილებზე

🎥 „ეპოქების ცვლის ზღვარზე ვდგავართ“ - როგორი იქნება დაბნელების კორიდორი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის?