Digest Logo

„ხომ იცოდა ტატუნაშვილმა რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა? დიმიტრი ყიფიანმა? თევდორე მღვდელმა?“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1699423177
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ამბავს ემოციური პოსტით ეხმაურება:

„ხომ იცოდა თამაზ გინტურმა იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა?

ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?

ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?

ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაშ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?

ხომ იცოდა მიხეილ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ - რაღატომ შეუბრუნა ბერიას სიტყვა?
და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ჩვენებური ბოლო?

ვაჟა-ფშაველამ ხომ იცოდა, რომ იმ ბნელ მოსახვევში, დაჭრილს ყვავ-ყორნები ეომებოდნენ?

დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?თევდორე მღვდელმა? იცოდნენ. და რომ იცოდნენ, იმიტომ სხედხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?
და მე გპასუხობთ – იცოდა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „თუ ვინმეს რადიოჰედის სიმღერა შეუძლია, ეს არის ნინი“ - ნინი ბრეგვაძის გასაოცარი შესრულება ამერიკულ „ვოისში"

🔵ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

🎥 თანამედროვე ქართული ფილმების უფასო კინოჩვენებების ორთვიანი სესია იწყება - რას ნახავს მაყურებელი