თანამედროვე ქართული ფილმების უფასო კინოჩვენებების ორთვიანი სესია - ეროვნული კინოცენტრის ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში 36 ფილმს ნახავს მაყურებელი.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფილმის ჩვენებები კვირაში 5 დღე იქნება შესაძლებელი, ესენია:
ოთხშაბათი ხუთშაბათი და პარასკევი - ფილმის ჩვენება დაიწყება 19:00საათზე
შაბათ-კვირას კი ფილმის ჩვენება დაიწყება 17:00 საათზე.
რაც შეეხება, ადგილს თუ სად გაიმართება კინოჩვენება, ამაზე თავად კინოცენტრის წარმომადგენელი ვიდეოში განმარტავს.
ყველაზე საინტერესო კი ამ ამბავში ის არის, ფილმის ჩვენების დროს, მაყურებელს საშუალება ექნება ფილმის შემოქმედებით ჯგუფს შეხვდეს და მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვას მათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: