Digest Logo

„ხშირად ჩვენს პატივმოყვარე თავს არ ძალუძს აჯობოს პირად მე-ს, ამიტომ დაეცა და ეცემა პერიოდულად ადამიანი“ - გიორგი ლობჯანიძე

1741069143
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად, იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიტევების კვირასთან დაკავშირებით საუბრობს:

„მიტევება-პატიება ესეც ერთ-ერთი თვისებაა, რაც შეუძლია ჰქონდეს ადამიანს და რომელიც მხოლოდ ერთ დღეს არ უნდა გვახსოვდეს.

თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ მეტი ბრაზი თუ სიძულვილი უფრო ამძიმებს ჩვენს ბუნებას.

ორგანიზმს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თვითგანკურნოს სხეული, მაგრამ ბევრი ფიქრი არ აძლევს ამის საშუალებას და არც ღვთის მოქმედებას, პირველ რიგში.

მიტევების კვირა, ჯერ კიდევ, I საუკუნეში იღებს გეზს ეგვიპტის ბერების მიწიდან.

ღვთიური წიაღის დატოვების მიზეზიც ეს იყო. უჭირს ყოველთვის ადამიანს ბოდიშის მოხდა. ხშირად ჩვენს პატივმოყვარე თავს არ ძალუძს აჯობოს პირად „მე-ს“. ამიტომ დაეცა და ეცემა პერიოდულად ადამიანი.

მიტევება ყოველთვის - ბრწყინვალე აღდგომით და სრული ტრიუმფით სრულდება. მშვიდობიან მარხვის დღეებს გისურვებთ და ყველას თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ მეც მაპატიეთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ხვალ კლინიკაში მივალ და ქიმიას დავთანხმდები.... გადაწყვეტილი მქონდა, ბედს მივნდობოდი“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🎥 „არ აიღოთ სესხი და არ გადადგათ სარისკო ფინანსური ნაბიჯები“ - 4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ბედნიერია შენი დედა ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავხარ“ – როლიკო ოქროპირიძის მიერ შესრულებული ემოციური სიმღერა „დედა“