სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ ნიპარიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს:
„მეგობრებმა ტური დავგეგმეთ, ავიაბილეთები ვიყიდეთ თბილისი-ბათუმის „მარშუტკის“ ბილეთის ფასად, დავჯავშნეთ სასტუმროები/აპარტამენტები რომში, ფლორენციაში, მილანში და ყველაფერი რომ მოგვარებული გვეგონა, 2 დღით ადრე რომის აპარტამენტების პატრონი დაგვეკარგა, აღარ გამოდის კონტაქტზე აღარ გვპასუხობს.
შევფიქრიანდით, გაუქმება არ გვინდოდა(რომის სულ ცენტრში იყო), მაგრამ მოგვიწია მაინც და ბუქინგზე რომ გავაუქმე მერე მოგვწერა Watsapp-ში, ვნახეო რომ ქართველები იყავითო(ვითომ ფეისბუკზეც შემათვალიერა? ) და ხვიჩა კვარაცხელიამ იმხელა ტკივილი მომაყენაო, ჩემს ბინაში ქართველების შეშვება არ შემიძლიაო.
ახლა ვფიქრობ, ფლორენციაში ალბათ არ უნდა გვეშინოდეს იგივესი, მაგრამ მილანში ალბათ პარკში ან სადგურზე ძილი მოგვიწევს, იქ უფრო გამწარებული იქნება ხალხი.
ხვიჩა კვარაცხელია - სანამ იტალიაში ითამაშებ შენ ოღონდ ყოველ წელს ასე გაამწარე სხვა გუნდები და მე თუ გინდა მერე კომოს ან ლაგომაჯორეს ტბის პირას კარავშიც კი დავიძინებ“, - წერს ზურაბ ნიპარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵სირცხვილია: ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია