Digest Logo

„ხვიჩას და ნიცას საქორწილო ტორტი რანაირი უბრალო და ლამაზი იყო, ხამებივით კი არა, სამმეტრიანი და 200 კაცი რომ მოათრევს“ - გოდერძი შარაშია

1697560151
გოდერძი შარაშია

ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარი დაიწერეს. წყვილს ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში ჰქონდა, ქორწილი კი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს. 

სოციალურ ქსელში ქორწილიდან კადრებიც გავრცელდა. 

🎥 კვარაცხელიას მშობლები, აჭარულზე აცეკვებული დედოფალი, თაიგულის სროლა და ტორტი - ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავის ქორწილიდან კულუარული კადრები

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია წყვილის საქორწილო ტორტს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

„ხვიჩას და ნიცას საქორწილო ტორტი რანაირი უბრალო და ლამაზი იყო. ხამებივით კი არა სამმეტრიანი და 200 კაცი რომ მოათრევს. ბედნიერები იყვნენ და გამრავლდნენ. ბევრი ასეთი წყვილი და მრავალი ასეთი ოჯახი და თაობა ჩემს ქვეყანას. მიულოცეთ კომენტარებში თქვენც“, - წერს გოდერძი შარაშია.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„აიხდინა ყველაზე დიდი ოცნება, დაქორწინდა თავის სიყვარულზე...“ - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ქორწილზე

ვინ დაიჭირა ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილში თაიგული? - ვიდეო