თბილისში ერთ-ერთი დატვირთული გზის, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 19 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვარში დასრულდება.
აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე შეწუხებული ადამიანები, ყოველდღე წერენ, რომ აუტანელია, რადგან გადათხრილ ქუჩებში და მტვერში უწევთ გადაადგილება.
სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება კიდევ ერთი შეწუხებული მოქალაქე, ქართველი ბლოგერი გურამ შეროზია, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს:
„ძაან კი არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ მომიწევს ამ ერთხელ
როგორც იცით, წერეთელზე დაიწყო სარემონტო სამუშაოები, ძალიან არაორგანიზებულად და თითქმის ყოველ დღე გვეთიშება წყალი, ბევრი საათით. მე კი ვიბანავებ სპორტ დარბაზში, მაგრამ:
1. გაგვექცნენ მდგმურები, საშუალოდ 700 დოლარიანი ზარალია, რა ვუთხრა, იცით მთელი წელი ასე სნოს წყლით იხეხეთ კბილები და დღესასწაულებზე “ჩაიბანეთთქო”?)))
2. რამდენი წყალი შეწყდება ბაღი იკეტება და ბავშვი მოგვყავს სახლში, ვმუშაობთ, არ გვცალია, ანუ უნდა ავიყვანოთ ძიძა და ეგეც კაი 1200 ლარიანი ზარალი მინიმუმ, აბა რანაირად შევძლოთ, რომ თან ვიმუშაოთ, თან ბაღიც ჩვენ ვიყოთ და ათასი რამ კიდევ?!
3. ტაქსების ფასები გაასმაგებულია, რაკი სულ საცობია წერეთელზე და სადმე თუ ვუშვებ ოჯახს (და ყოველდღე გვიწევს სადღაც) - ოც ლარზე ნაკლებად ვერ წადხვალ, ჰა 15
4. ქუჩა გადათხრილია მიმანიშნებლების გარეშე, ერთხელაც ისე ჩაიჩეხები ღამით, რომ ლოცვების გაძლიერებაც ვეღარ გიშველის
5. ბევრი სხვა პრობლემაა
ახლა დათვალეთ, ჯამში რამდენი გამოდის. ძაან კარგი მაგალითი იქნებოდა, თუ ვუჩივლებდი მერიას და მათ გამო მოყენებულ ზიანს ფინანსურად ავანაზღაურებინებდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ქვეყანაში არა და ცოტა ძაან სალობიეში ვცხოვრობ და სხვა ქვეყანაში თუ მეშველებოდა, აქ დამცინებენ და მომიწოდებენ მთელი წელი ველოდო, აბა კაი ლამაზი ქუჩა ხომ მინდა???
ბრუკლინში ვინმე მოსავლელ ბებოს ხომ არ იცნობთ, ან დასაოჯახებელს? სამი თვეც დამრჩა ამერიკის ვიზის და მგონი დროა… “,- წერს გურამ შეროზია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ჰყავს თუ არა კრისტი ყიფშიძეს მეგობარი მამაკაცი - მოდელი გამომწერებს პასუხობს
🔵რატო არ თხოვდება ბაბი კირკიტაძე - რას, ან ვის ელოდება მომღერალი?