Digest Logo

„კიდევ ერთი ისტორია უმაგრეს მომღერალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვერ დააფასეს და სხვა ქვეყანა აღაფრთოვანა!“ - გურამ შეროზია დოდონა ნამორაძეზე

1677829434
გურამ შეროზია

ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძე ბერძნულ ვოისში მონაწილეობს. ცნობილია, რომ მან knockout-ის ტურში საოცარი გამოსვლით გაიმარჯვა. ჟიურის წევრებსა და მაყურებელზე კი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

👉დოდონა ნამორაძემ ბერძნულ ვოისში ფურორი მოახდინა

დოდონას ნიჭს და მიღწევებს სოციალურ ქსელში ბლოგერი გურამ შეროზია გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ მომღერალი მისი სტუდენტი იყო.

„კიდევ ერთი ისტორია უმაგრეს მომღერალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვერ დააფასეს და სხვა ქვეყანა აღაფრთოვანა!

დოდონა ჩემი ყოფილი სტუდენტია, ნიჭიერი, ბეჯითი, მშრომელი და ვერც ვიფიქრებდი, თუ ასეთ კარგ მარკეტერთან ერთად ასეთი ნიჭიერი მომღერალი იქნებოდა...  

საკუთარი ბიზნესიც აქვს ამ პატარა ასაკში, ძალიან კარგად სწავლობდა, 1 წელში ერთხელ 500 წიგნიც წაიკითხა და მოკლედ, ახლა საბერძნეთს აზანზარებს და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

აქ იქს ფაქტორში 4 სკამს ვერ გაცდა, აიცრუა გული და ქუჩის მუსიკოსობას მიჰყო ხელი, მერე ნიჭიერში სცადა, მაგრამ იქაც ვერ გადავიდა მეორე ტურის იქით, როცა ასე მღერის - აი, ნახეთ ვიდეო!

ჰოდა, ახლა ნახევარ ფინალშია საბერძნეთის ვოისში, მალე ფინალშიც მოხვდება და აბა ჩვენ ვიცით!
ზოგი ჟიური შეიძლება რაღაც ვერ, მაგრამ ხალხი ბრძენია, აბა წინ გამარჯვებისკენ!“, - წერს გურამ შეროზია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქართული აღარ იცის, მაგრამ რად უნდოდა... რომ გაიგო ქართველი ვარ, გული ამოუჯდა. ტელეფონში, ის იქით ტიროდა, მე აქეთ“ - რას წერს დიანა ჭანკოტაძე

🔵„ორი წელია უმუშევარი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან რთულია. ეს ნამდვილად არის გამოუსწორებელი შეცდომა და ვნანობ“ - ცისანა სეფიაშვილი

🔵11 წლის შშმ მოზარდი მამინაცვლის მხრიდან სექსუალურ, ხოლო ბიოლოგიური დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა - შემზარავი ამბავი თბილისიდან