„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველი ნიჭიერი მომღერლის ნინი შერმადინის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკიდან
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა ''I Will Take You Home'', რომელიც 2018 წელს "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა, ამერიკის რადიო "თავისუფლების" (Radio Freedom, რომელიც ფარავს მაიამისა და ნიუ იორკს), ფავორიტი სიმღერა გახდა და რადიო მსმენელების ჩართულობით წარმოებული გამოკითხვების შედეგებით, მეორე ადგილზე გავიდა
გულით ვულოცავ ნინის ამ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას და აღიარებას ვუსურვებ, მით უმეტეს თავისი ნიჭიერებით და შრომისმოყვარეობით, ის ამას უდავოდ იმსახურებს
შეგახსენებთ, რომ სიმღერა 2018 წელს "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა, მუსიკის ავტორი თავად ნინი შერმადინია, ხოლო ტექსტის ავტორი ჯაბა ბუცხრიკიძე გახლავთ
არანჟირება "ბრავო რექორდსის" არანჟირების სპეციალისტს ბორიკო შხიანს ეკუთვნი“,- წერს შენგელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ მძიმე სამუშაოს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს“ - აკა მორჩილაძე ქუთაისზე
🔵მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის - სიყვარული, კარიერა და ფინანსები