
ქუთაისელი მარიამის ყბა-სახის რეკონსტრუქციის ოპერაცია, რომელიც მას 20 მარტს სტამბოლში ჩაუტარდა საყოველთაო სიხარულის მიზეზად იქცა ქართულ საზოგადოებაში. შედეგით გაოცებულია თავად მედიკოსებიც. თურქი ექიმი, რომელიც პაციენტების სასწაულ გარდასახვას ახდენს ალთან ვაროლია, რომელიც 1977 წელს ბულგარეთში, პლოვდივში დაიბადა.
ახლა იგი მორიგ ქართველ გოგოს გაუკეთებს ოპერაციას, რომელსაც მარიამის მსგავსი პრობლემა აქვს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქუთაისელები“ ავრცელებს:
„მარიამის შემდეგ კიდევ ერთი სასწაულის მოლოდინში თურქი ექიმი ამჯერად ლილიანას გაუკეთებს ოპერაციას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ორსული ქეთი ხატიაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია - ტანმოვარჯიშე ახალ ფოტოებს გვიზიარებს